სამარხვო ბლინები

სამარხვო ბლინები უფრო თხელი და ხრაშუნა გამოდის. მარტივად მზადდება, გემრიელიცაა ჩაისთან და მურაბასთან ერთად. დამზადების დრო: 20 წთ.

ინგრედიენტები:

  • ზეთი  4ს/კ;
  • სოდა  1/2ჩ/კ;
  • მარილი  მწიკვი;
  • ფქვილი  2ჭ;
  • ცივი წყალი  3ჭ;
  • შაქარი  1ს/კ (შესაძლოა დამატება);

მომზადების წესი:

ჯამში ჩავასხათ წყალი, დავამატოთ შაქარი, მარილი, სოდა და ზეთი. ულუფებად ვამატოთ ფქვილი და ავთქვიფოთ, უნდა გამოვიდეს თხელი არაჟნის კონსისტენციის ცომი. ტაფაში გავაცხელოთ ზეთი და გამოვაცხოთ ბლინები, ორივე მხრიდან. გემრიელად მიირთვით!

1 კომენტარები

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო