სამარხვო ორცხობილა “მინუტკა”

მარტივი რეცეპტია, ადვილად მზადდება და უგემრიელესი გამოდის, კარგი იდეაა საუზმეზე და ისე წასახემსებლადაც. სცადეთ! დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  3ჭ;
  • ზეთი  150მლ;
  • შაქარი  1ჭ;
  • კარტოფილის სახამებელი  1ჭ;
  • გამაფხვიერებელი  1ჩ/კ;
  • წყალი  150მლ;
  • მარილი  1-2მწიკვი;
  • ვანილი  გემოვნებით;
  • მსხვილი შაქარი მოსაყრელად  გემოვნებით;
  • ჩაი  გემოვნებით (წასასმელად);

მომზადების წესი:

ღრმა ჯამში ჩავცრათ ფქვილი, დავამატოთ გამაფხვიერებელი და სახამებელი, დავასხათ ზეთი და კარგად ავურიოთ. ცალკე ჯამში წყალში გავხსნათ შაქარი, დავამატოთ მარილი, ვანილი და ავურიოთ. ეს ორი მასა შევაერთოთ და რბილი, ელასტიური ცომი მოვზილოთ. ფქვილმოყრილ ზედაპირზე გავაბრტყელოთ 0,5-1 სმ-ზე,  ამოვჭრათ სასურველი ფორმები, დავაწყოთ ზეთწასმულ პერგამენტდაფარებულ საცხობზე, წავუსვათ ჩაის ფერი, მოვაყაროთ შაქარი, შევდგათ 180 გრადუსზე 13-15 წთ. სამარხვო ორცხობილა “მინუტკა” მზადაა! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო