სამარხვო პეროგი

სამარხვო პეროგი მურაბით უგემრიელესი გამოდის. ისეთი ნაზია, თითქოს პირში დნება!  დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • წყალი  1,5ჭ;
  • ფქვილი  4ჭ;
  • შაქარი  ½ჭ;
  • მარილი  ¼ჩ/კ;
  • ზეთი  50გრ;
  • საფუარი  20გრ;

მომზადების წესი:

თბილ წყალში გავხსნათ საფუარი, დავამატოთ მარილი, შაქარი, კარგად ავურიოთ. ცოტ-ცოტა დავამატოთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ზეთი დავასხათ და მოვზილოტ მანამ, სანამ ხელს აღარ მიეკრობა ცომი. დავაგუნდავოთ, გადავაფაროთ და თბილ ადგილას დავდგათ 1 სთ. ამ დროის შემდეგ ჩავზილოთ და კიდევ 30 წთ გავაჩეროთ. ცომი მრგვლად გავაბრტყელოთ,შემოვაჭრათ კიდეები, დავდოთ ზეთწასმულ საცხობში, შუაში ჩავდოთ მურაბა (უკურკო), ზემოდან ჩამოჭრილი ცომით გავაფორმოთ (ან დავსეროთ, ან გადავგრიხოთ). შევდგათ 190 გრადუსზე და გამოვაცხოთ. ოქროსფერი რომ გახდება, მზადაა, ასანთის ღერითაც გავსინჯოთ. გამომცხვარ პეროგს ჩაის ტილო დავაფაროთ და 10 წთ გავაჩეროთ. გემრიელად მიირთვით! გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი აზრი.

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო