სამარხვო ფლავი

გემრიელი და ნოყიერი ფლავია, ცოტათი განსხვავებულია. თუ ამ კერძს მოამზადებთ, მშვენიერი ვახშამი გამოგივათ ოჯახთან ერთად! დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ბრინჯი  500გრ;
  • სტაფილო  300გრ;
  • ხახვი  300გრ;
  • ქიშმიში  1/2ჭ;
  • შავი ქლიავის ჩირი  1/2ჭ;
  • ზეთი  1ჭ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავარჩიოთ ქიშმიში, ჩირი და გავრეცხოთ, გარჩეული და გარეცხილი ხახვი ალყა-ალყა დავჭრათ, გაფხეკილ-გარეცხილი სტაფილო კი ღერებად. ტაფაში გავაცხელოთ ზეთი და ხახვი მოვხრაკოთ. დავამატოთ სტაფილო და 1-2 წთ ვხრაკოთ. დავამატოთ ქიშმიში, მარილი და პილპილი და ამოვურიოთ. ზემოდან დავადოთ გარეცხილი ბრინჯი, ორი თითის დადება წყლით დავფაროთ, როცა წყალშ შეიშრობს, აკურატულად მოვამრგვალოთ ეს მასა და გარშემო შავი ქლიავის ჩირი შემოვაწყოთ. დავაფაროთ თეფში და ძალიან დაბალ ცეცხლზე მოვშუშოთ 30 წთ.  შემდეგ ჩირი გადავიტანოთ ცალკე და ფლავს ამოვურიოთ. სამარხვო ფლავი ჩირთან ერთად გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო