სამარხვო სალათი ყვავილოვანი კომბოსტოთი

სამარხვო სალათი ყვავილოვანი კომბოსტოთი მსუბუქი, ჯანსაღი, გემრიელი კერძია. ძალიან უხდება ლიმონის არომატი. დამზადების დრო: 30 წთ. ულუფა: 2.

ინგრედიენტები:

  • ყვავილოვანი კომბოსტო  300გრ;
  • კიტრი  1-2ც;
  • ლიმონი  1ც;
  • ნიგოზი  20-30გრ;
  • სამარხვო მაიონეზი 2-3ს/კ;
  • მინერალური წყალი  გემოვნებით;
  • მარილი, შავი დაფქული პილპილი, კამა  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. კომბოსტო ყვავილედებად დავშალოთ. 1/2 ლიმონი მრგვლად დავჭრათ, ჩავდოთ წყალში და ავადუღოთ, ჩავამატოთ ყვავილოვანი კომბოსტო, 4-6 წთ ვადუღოთ. გადავწუროთ, ლიმონის მეორე ნახევრის წვენი მოვასხუროთ და 8-10 წთ დავაყოვნოთ, რომ გაცივდეს. საკმაზი: მაიონეზს დავასხათ მინერალური წყალი და კარგად ავურიოთ.დავამატოთ წვრილად დაჭრილი კამა, მარილი, პილპილი, ავურიოთ. კიტრი წვრილად დავჭრათ, ნიგოზი მოვხალოთ და დავკეპოთ. ყველა ინგრედიენტი ჯამში მოვათავსოთ და საკმაზი მოვასხათ, ამოვურიოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო