სამარხვო სალათი სოკოთი და ლობიოთი

მარტივი, გემრიელი, ნოყიერი და სასარგებლო სალათია. დამზადების დრო: 15 წთ.

ინგრედიენტები:

  • ქამა სოკო  250გრ;
  • თეთრი ლობიოს კონსერვი  1ქილა;
  • ხახვი  1თ;
  • ნიორი  1კბილი;
  • ზეთი  2ს/კ;
  • ბალზამიკოს ძმარი  1ს/კ;
  • ბეგქონდარა  0,5ჩ/კ;
  • ისპანახის ფოთლები  გემოვნებით;
  • მარილი, შავი დაფქული პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ყველა ინგრედიენტი. ხახვი ალყა-ალყა დავჭრათ, ნიორი დავნაყოთ. სოკო თხელ ფირფიტებად დავჭრათ. ლობიოს წყალი გადმოვწუროთ, ჩავდოთ ჯამში. გაცხელებულ ზეთში ჯერ ხახვი მოვხრაკოთ (4წთ), შემდეგ სოკო დავამატოთ, მოვურიოთ, ბოლოს დავამატოთ ლობიო და ბეგქონდარა. სასალათეში დავაწყოთ ისპანახის ფოთლები, დავდოთ ტაფის მასა, დავასხათ ძმარი, მარილი და პილპილი დავაყაროთ. სამარხვო სალათი სოკოთი და ლობიოთი მზადაა დასაგემოვნებლად! გემრიელად მიირთვით! მოგვწერეთ, თუ მოგეწონათ.

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო