სამარხვო სუპი

გემრიელი და ნოყიერი წვნიანია. სასარგებლოა. დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • წყალი  1,5ლ;
  • სტაფილო  1ც;
  • ხახვი  1თ;
  • კარტოფილი  3ც;
  • ბრინჯი  3-4ს/კ;
  • ზეთი  3ს/კ;
  • მარილი  გემოვნებით;
  • შავი დაფქული პილპილი, წითელი პილპილი, მწვანილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

დავდგათ წყალი ასადუღებლად. გავარჩიოთ ხახვი, სტაფილო გავფხიკოთ, ორივე გავრეცხოთ, დავჭრათ და ზეთში მოვხრაკოთ. ადუღებულ წყალში ჩავყაროთ ეს მასა, დავამატოთ მარილი. პილპილი. ჩავამატოთ გარეცხილი ბრინჯი, გასუფთავებული, დაჭრილი კარტოფილი და დაახლ. 20 წთ ვადუღოთ. ამასობაში ყველა ინგრედიენტი მოიხარშება. დავამატოთ გარეცხილი, წვრილად დაჭრილი მწვანილი (ქინძი, კამა), ამოვურიოთ და გადმოვდგათ სამარხვო სუპი. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო