სამსა ფარშით

თუ კერძების  სწრაფად და გემრიელად მომზადება გიყვართ, მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვისაა! არაჩვეულებრივი სამსა გამოდის, პრაქტიკულია მგზავრობაშიც. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ძროხის ხორცი  800-900 გრ;
  • ხახვი  3-4თ;
  • ფენოვანი ცომი  1კგ;
  • კვერცხი  1ც;
  • სეზამის მარცვლები  3-4 ჩ/კ;
  • მარილი, პილპილი, სხვა სანელებლები  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ხორცი, გავატაროთ ხორცსაკეპში. ასევე გავატაროთ ხახვიც (წინასწარ გარჩეულ-გარეცხილი). შევანელოთ მარილით, პილპილით, სურვილისამებრ, ძირათი, ნივრით, ქინძით.  ავურიოთ. გავაბრტყელოთ ცომი და საშუალო ზომის კვადრატებად დავჭრათ. დავადოთ ფარში, ცომი შევკრათ, სამსა დავაწყოთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში, შეკრული პირით ქვევით, ძემოდან გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხი, მოვაყაროთ სეზამის მარცვლები და შევდგათ ღუმელში 200 გრადუსზე, გამოვაცხოთ 30 წთ. სამსა ფარშით საკმაოდ ნოყიერია. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო