სამსა შინაურულად

ქათმის ფილეს გულსართით სამსა შინაურულად არჩვეულებრივი გამოდის. ძალიან ნოყიერია და წრაფადაც მზადდება. დამზადების დრო: 55 წთ.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე  650გრ;
  • ხახვი 2თ;
  • ფენოვანი ცომი  500გრ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;
  • კვერცხი  1ც;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ და შევაშროთ ფილე, წვრილად დავჭრათ. გარჩეული ხახვი გავრეცხოთ წვრილად დავჭრათ და ფილეს დავამატოთ. დავაყაროთ მარილი, პილპილი და გადავურიოთ. ფენოვანი ცომი გავაბრყელოთ, ერთი ზომის კვადრატებად დავჭრათ, თითოეულს დავადოთ გულსართი და შევკრათ სამსა. საცხობ ფორმას პერგამენტი დავაფინოთ, დავაწყოთ სამსა, გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხი, შეგვიძლია მოვაყაროთ თეთრი ან შავი სეზამის მარცვლები და გამოვაცხოთ. დაშწირდება 20-25 წთ, ვაცხობთ 200გრადუსზე. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო