საქონლის ღვიძლი ნივრით

საქონლის ღვიძლი ნივრით გამოდის არომატული, ნაზი, უგემრიელესი. თან ღვიძლი ძალიან სასარგებლო პროდუქტია და აუცილებელია  კვების რაციონში მისი ჩართვა. დამზადების დრო: 25 წთ.

ინგრედიენტები:

  • საქონლის ღვიძლი  400გრ;
  • სტაფილო  1ც;
  • ხახვი  1თ;
  • ნიორი  2-3კბილი;
  • ზეთი  2-3ს/კ;
  • მარილი, შავი დაფქული პილპილი, ქონდარი  თითო მწიკვი;
  • ისპანახი  1კონა;
  • მომზადების წესი:

მოვამზადოთ ყველა ინგრედიენტი. დავჭრათ ღვიძლი და შევბრაწოთ ზეთში 3-5 წთ. დავჭრათ ხახვი და სტაფილო და დავამატოთ. დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ, 15 წთ შემდეგ დავამატოთ მარილი, პილპილი, ქონდარი, სულ ბოლოს კი დაჭყლეტილი ნიორი. გადმოვდგათ ტაფა ცეცხლიდან და დაჭრილი ისპანახი დავამატოთ, თავზე დავაფაროთ და 1 წთ დავაყოვნოთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო