სატაცური ბრინჯით

სატაცური ბრინჯით მსუბუქი და გემრიელი ვახშმის იდეალური ვარიანტია. მარტივადაც მზადდება. დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • სატაცური  1კონა;
  • ბრინჯი  1ჭ;
  • ზეითუნის ზეთი  30მლ (10მლ ბრინჯი, 20მლ სატაცური);
  • ნიორი  3კბილი;
  • მარილი  გემოვნებით;
  • შაქარი  1ჩ/კ;
  • მომზადების წესი:

კარგად გავრეცხოთ ბრინჯი, ქვაბში ჩავასხათ 1,5ჭ წყალი, დავამატოთ ზეთი და დავდგათ ცეცხლზე, როცა წამოდუღდება, 15-20 წთ ვადუღოთ. სატაცურს მაგარი ნაწილი მოვაჭრათ, გავრეცხოთ, მოვხარშოთ მდუღარე მარილწყალში (შაქარიც დავამატოთ), სატაცური ხრაშუნა უნდა იყოს. 15 წთ შემდეგ ამოვიღოთ. კარაქში მოვშუშოთ წვრილად დაკეპილი ნიორი, დავამატოთ სატაცური, სწრაფადვე გადმოვდგათ დავამატოთ მოხარშული ბრინჯი და კერძი მზადაა! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო