უგემრიელესი დესერტია რბილი, ფაფუკი კრემითა და მარწყვის საოცარი არომატით. დამზადების დრო: 3 სთ 30 წთ.
ინგრედიენტები:
- მარწყვი 1კგ;
- მასკარპონე 500გრ;
- ნაღები 400გრ;
- შაქარი 7ს/კ;
- კვერცხის გული 4ც;
- ორცხობილა “სავოიარდი” 3 შეფუთვა;
- ლიმონი 1ც;
მომზადების წესი:
გავრეცხოთ მარწყვი, ყუნწები მოვაცილოთ, მესამედი გადმოვდოთ. დანარჩენი დავჭრათ, დავაყაროთ 1ს/კ შაქარი, დავასხათ ლიმონის წვენი და მაცივარში შევდგათ. კვერცხის გული და შაქარი მიქსერით ავთქვიფოთ, დავამატოთ მასკარპონე და ერთად ვთქვიფოთ. ცალკე ავთქვიფოთ ნაღები, დავამატოთ მასკარპონეს ნარევს, ფრთხილად ამოვურიოთ. ფართო ლანგარს ძირზე ცოტა კრემი წავუსვათ, მარწყვის წვენი გადმოვასხათ ჯამში, ორცხობილები ამოვავლოთ და დავაწყოთ ლანგარზე. წავუსვათ კრემი, დავაწყოთ მარწყვი, შემდეგ ორცხობილა და ა. შ. ბოლო ფენა კრემის უნდა იყოს. ზემოდან მოვრთოთ მარწყვით. შევდგათ მაცივარში 3სთ. საზაფხულო ტირამისუ მარწყვით ყავასტან ერთად არაჩვეულებრივია! გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება