შამპანურის ჟელე ხილითა და კენკრით

თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, რა დესერტი მოამზადოთ რომანტიული საღამოსათვის, მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვისაა! შამპანურის ჟელე ხილითა და კენკრით ძალიან კაშკაშა, ეფექტური და უგემრიელესი გამოდის. დამზადების დრო: 7 სთ. ულუფა: 3-4.

ინგრედიენტები:

  • შამპანური  500მლ (ნახევრადტკბილი);
  • ჟელატინი  10გრ (სწრაფადხსნადი);
  • მსხალი  1ც;
  • ატამი  1ც;
  • გარგარი  1ც;
  • ჭერამი  2-3ც;
  • ყურძენი  100-150გრ (უკურკო);
  • ალუბალი  100-150გრ;
  • მარწყვი  100-150გრ;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ხილი და კენკრა. სადაც ჟელე უნდა მოვამზადოთ, იმ ჯამებში ან ღრმა სხვა რაიმე ჭურჭელში ჩავაფინოთ დიდი ზომის ცელოფანი, რომ კიდეები ჭურჭლიდან კარგად გადმოდიოდეს. ყურძნისა და ალუბლის გარდა ყველა ინგრედიენტი დავჭრათ. შამპანურში ჩავყაროთ ჟელატინი და დაბალ ცეცხლზე დავდგათ. ვურიოთ, თანდათან ქაფი დაიწევს, როცა ჟელატინი ბოლომდე გაიხსნება, მასა ცეცხლიდან გადმოვდგათ. ხილი და კენკრა ჭურჭელში ჩავაწყოთ, დავასხათ ჟელეიანი შამპანური, შევდგათ 5-6 სთ მაცივარში. მზა დესერტი ამოვაბრუნოთ ლანგარზე და მოვაცილოთ ცელოფანი. გემრიელად მიირთვით!

 

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო