შაქარლამა ნუშით

შაქარლამა  აღმოსავლური დესერტია, რომელიც ჩვენშიც საკმაოდ პოპულარულია. შაქარლამა ნუშით ძალიან გემრიელი ნამცხვარია, თან მარტივადაც მზადდება. სცადეთ! დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ხორბლის ფქვილი  5ჭ;
  • არაჟანი  1ჭ;
  • კარაქი  200გრ;
  • ნუში  150გრ;
  • ნიგოზი  50გრ;
  • ილი (კარდამონი)  7-8ც;
  • შაქარი  1,5ჭ;
  • კვერცხი  3ც;

მომზადების წესი:

ნუში და ნიგოზი ცალკ-ცალკე მოვხალოთ, დაახლ. 1წთ. წვრილად დავღერღოთ ორივე. ავთქვიფოთ შაქარი და კვერცხი. დავამატოთ ფქვილის 1/3, დაფქული ილის 1/3ჩ/კ, ნუში და ნიგოზი. აგრეთვე გამდნარი კრაქი და არაჟანი. კარგად გადავურიოთ ყველაფერი. თანდათან დავამატოთ დარჩენილი ფქვილი და მკვრივი, თან რბილი ცომი მოვზილოთ. ცომი 1სმ-ზე გავაბრტყელოთ, ჭიქით ამოვჭრათ მრგვალი ფორმები, დავაწყოთ პერგამენტდაფენილ საცხობ ფორმაში, შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ 30 წთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო