შაქრიანი მილაკები

თუ ძალიან მოგინდათ რაიმე ტკბილი და გემრიელი დესერტი, უცბად გამოაცხეთ შაქრიანი მილაკები! არაჩვეულებრივია, უხდება ყავას, ჩაის. დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • შაქარი  1ჭ;
  • ფქვილი  1ჭ;
  • კვერცხი  5ც;
  • მარგარინი  250გრ;

მომზადების წესი:

გავადნოთ მარგარინი. ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი. დავამატოთ ფქვილი და ავურიოთ. გამდნარი მარგარინი დავასხათ. ცომი უნდა იყოს თხელი. გავაცხელოთ ვაფლის საცხობი, წავუსვათ ცხიმი, შუაში დავასხათ1ს/კ ცომი და გამოვაცხოთ, ცხელი გადავახვიოთ მილისებურად. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო