შარლოტკა გოგრაში

ეს დესერტი რაღაც შუალედურია პეროგს, ფარშირებულ გოგრასა და ბრაწულას შორის. გამოდის არაჩვეულებრივი, არომატული და უგემრიელესი. მთავარია, მწიფე და შედარებით თხელკანიანი გოგრა შევარჩიოთ. დამზადების დრო: 1 სთ 20 წთ.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  75 გრ;
  • შაქარი  65გრ;
  • ვაშლის წვენი  70მლ;
  • ვაშლი  1ც;
  • დაფქული დარიჩინი  1ჩ/კ;
  • გამაფხვიერებელი  1ჩ/კ;
  • ზეთი 2ს/კ;
  • რძის ფხვნილი  2ს/კ;
  • გოგრა  1კგ;

მომზადების წესი:

გოგრას მოვაჭრათ თავი, ამოვასუფთავოთ. ღრმა ჯამში ჩავასხათ ვაშლის წვენი, დავაყაროთ შაქარი და ავურიოთ. დავამატოთ ზეთი, რძის ფხვნილი, ფქვილი, გამაფხვიერებელი და დარიჩინი. სათქვეფელათი ავთქვიფოთ ერთგვაროვანი მასის მღებამდე. ჩავასხათ ცომი გოგრაში, ზემოდან დავაწყოთ დაჭრილი ვაშლი, გოგრა შევახვიოთ ფოლგაში და შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე  1სთ ან 1სთ 20წთ, გააჩნია გოგრის ზომას. როგორც კი გოგრის ზედა ნაწილი შეიბრაწება, დავაფაროთ ფოლგა. გავაცივოთ შარლოტკა გოგრაში და ისე გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო