შავი ქლიავის პეროგი ჩეხურად

პეროგს თითქმის ყველა ხილი უხდება. შავი ქლიავიც განუმეორებელ გემოს და არომატს ანიჭებს. მარტივად მზადდება, შინაურ და მყუდრო გარემოს ქმნის ჩაისთან ერთად. დამზადების დრო: 1 სთ 15 წთ.

ინგრედიენტები:

  • ქლიავი  15ც;
  • შაქარი  200გრ;
  • ყაყაჩო  3ს/კ;
  • კარაქი  125გრ;
  • ზეთი  125მლ;
  • კვერცხი  3ც;
  • იოგურტი  200გრ;
  • რძე  50მლ;
  • ფქვილი  400გრ;
  • გამაფხვიერებელი  2ჩ/კ;
  • მარილი, დარიჩინი, ილი  1/2 ჩ/კ;
  • ვანილი  1ც;

მომზადების წესი:

ჯამში ჩავყაროთ შაქარი, ჩავდოთ დარბილებული კარაქი და ავთქვიფოთ. დავამატოთ ზეთი, ავთქვიფოთ, დავამატოთ ყაყაჩო, სათითაოდ ჩავახალოთ კვერცხი და ვთქვიფოთ. ჩავასხათ რძე, იოგურტი და განვაგრძოთ თქვეფა. ფქვილი, მარილი, ვანილი, დარიჩინი და ილი შევურიოთ ერთმანეთს, ჩავამატოთ ჯამში და ცომი მოვზილოთ. საცხობ ფორმას კარაქი გამოვუსვათ, ფქვილი მოვაყაროთ, ქლიავი დავჭრათ, ფორმაში ჩავასხათ ცომი და წრიულად ჩავაწყოთ დაჭრილი ქლიავი, ოდნავ დავაწვეთ, შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ 1 სთ მანძილზე. შავი ქლიავის პეროგი ჩეხურად შაქრის პუდრით მოვრთოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო