შემწვარი დაბეგვილი კომბოსტო

ეს კერძი დაბეგვილი ხორცის კარგი ალტერნატივაა.  შემწვარი დაბეგვილი კომბოსტო ხრაშუნა კანითა და საუცხოო გემოთი გემრიელი ვახშმის იდეაა. დამზადების დრო: 45 წთ. ულუფა: 12-16.

ინგრედიენტები:

  • რძე  50მლ;
  • კომბოსტო  1თ;
  • კვერცხი  1ც;
  • კარაქი  50გრ;
  • ზეთი  2ს/კ;
  • მარილი, პილპილი  თითო მწიკვი;
  • საფანელი  100გრ;

მომზადების წესი:

კომბოსტო 4 ნაწილად გავჭრათ. ჩავდოთ მდუღარე წყალში 3-5 წთ, გადმოვიღოთ საწურზე. ცივი ფურცლები მოვაცილოთ და აკურატულად დავბეგვოთ. ჯამში ავთქვიფოთ კვერცხი რძესთან ერთად. დავამატოთ მარილი, პილპილი, სხვა სუნელები, სურვილისამებრ. ამოვავლოთ კომბოსტოს ფურცლები სათითაოდ, შემდეგ საფანელში ამოვვალოთ და ზეთში და კარაქში შევწვათ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო