შემწვარი იხვი მანდარინებით

სადღესასწაულო, უგემრიელესი კერძია. ნოყიერ იხვის ხორცს ძალიან უხდება მანდარინი და კივი. დამზადების დრო: 3 სთ. ულუფა: 9.

ინგრედიენტები:

  • იხვი  1ც;
  • მანდარინი  4-5ც;
  • კივი  4ც;
  • თაფლი  2ს/კ;
  • სუნელები  1ს/კ;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ იხვი. წავუსვათ მარილი, პილპილი, ხმელი ქინძი, როზმარინი. თაფლიც წავუსვათ. მანდარინის ლებნები და კივის ნაჭრები მოვათავსოთ იხვის მუცლის ღრუში, გარედან შევკრათ ხის ჩხირებით. ფრთები და ბარკლები ფოლგაში შევახვიოთ, რომ არ დაიწვას. იხვი დავდოთ საცხობ ფორმაში, დავამატოთ 1 ჭ წყალი, 180 გრადუსზე შევწვათ 2,5 სთ. შემწვარი იხვი მანდარინებით  მზადაა! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო