შემწვარი იხვი სოკოთი და კარტოფილით

იხვის ხორცი კარგად ეხამება კარტოფილს და სოკოს და განუმეორებელ, არაჩვეულებრივ კერძს ქმნის. თან მარტივადაც მზადდება. დამზადების დრო: 3 სთ.

ინგრედიენტები:

  • სოკო  500გრ;
  • იხვი  1ც;
  • ხახვი  1თ;
  • კარტოფილი  5ც;
  • ერბო  გემოვნებით;
  • პილპილი, მარილი  გემოვნებით;
  • თაფლი  1 ს/კ;

მომზადების წესი:

გავარჩიოთ და გავრეცხოთ სოკო. შემდეგ ტაფაში გავაცხელოთ კარაქი და სოკო მოვხრაკოთ. გავარჩიოთ, გავრეცხოთ ხახვი, წვრილად დავჭრათ და სოკოს დავამატოთ. კარტოფილი გავთალოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ. იხვი გავწმინდოთ, მუცლის ღრუ ამოვამშრალოთ.შიგნით წავუსვათ ერბო, მარილი, პილპილი. შიგთავსი ამოვავსოთ სოკოს ნახევრით და კარტოფილით. აკურატულად გავკეროთ მუცლის  ღრუ. ზედაპირზეც წავუსვათ თაფლი, მარილი, პილპილი. დავდოთ შესაწვავ ფორმაზე,  დარჩენილი კარტოფილის ნაჭრები გვერდით შემოვუწყოთ, შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და შევწვათ 1-1,5 სთ. გამოყოფილი სითხე იხვს დავასხათ პერიოდულად. შემწვარი იხვი სოკოთი და კარტოფილით ცხელი გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო