შემწვარი კარტოფილი ქამა სოკოთი

მზადდება უსწრაფესად. გამოდის გემრიელი, არომატული. შემწვარი კარტოფილი ქამა სოკოთი კარგი იდეაა სადილზე ან ვახშამზე. დამზადების დრო: 40 წთ.

ინგრედიენტები:

  • კარტოფილი  1კგ;
  • ქამა სოკო  400-500გრ;
  • ხახვი  1თ;
  • ზეთი  4-5ს/კ;

მარილი, შავი დაფქული პილპილი, მწვანე ხახვი ან კამა  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. დავჭრათ სოკო და ზეთში მოვხრაკოთ, მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი. კარტოფილი თხლად დავჭრათ. მეორე ტაფაში ჩავასხათ ზეთი, გავაცხელოთ და კარტოფილი დავაყაროთ,  ხახვი თხელ ნახევარრგოლებად დავჭრათ, მარილი დავაყაროთ და ხელით ავსრისოთ. თითქმის უკვე შემწვარ კარტოფილს დავამატოთ. ამოვურიოთ, მარილი დავაყაროთ გემოვნებით. დავამატოთ სოკო, ამოვურიოთ, თავზე დავაფაროთ და 2 წთ კიდევ გავაჩეროთ ცეცხლზე. წვრილად დაჭრილი კამა ან მწვანე ხახვი დავაყაროთ ზემოდან, სურვილისამებრ.  შემწვარი კარტოფილი ქამა სოკოთი მზადაა დასაგემოვნებლად. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო