შემწვარი კობრი სოკოთი

კობრი გემრიელი თევზია, ამ რეცეპტით მომზადებული კი გამოდის საუცხოოდ არომატული, წვნიანი და ნაზი. დამზადების დრო: 1 სთ 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • კობრი  600-800გრ;
  • ქამა სოკო  500გრ;
  • სახამებელი  1ს/კ;
  • მშრალი თეთრი ღვინო  2-3ს/კ;
  • ხახვი  1თ;
  • დაფქული კოჭა  0,5ჩ/კ;
  • ნიორი  1კბილი;
  • მარილი  გემოვნებით;
  • ზეთი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავწმინდოთ და გავრეცხოთ თევზი. წავუსვათ მარილი გარედან და შიგნიდან, დავდით გახურებულ ზეთიან ტაფაზე, შევწვათ. საცხობ ფორმას დავაფინოთ ფოლგა, წავუსვათ ზეთი, დავდოთ ზედ კობრი. გავრეცხოთ და დავჭრათ სოკო. გავარჩიოთ, გავრეცხოთ და ალყა-ალყა დავჭართ ხახვი. ზეთში ჯერ ხახვი მოვხრაკოთ, დავამატოთ სოკო და ერთად მოვხრაკოთ. პროცესში ვურიოთ. დავამატოთ მარილი, პილპილი, კოჭა, წვრილად დაკეპილი ნიორი (წინასწარ გარჩეულ-გარეცხილი), სახამებელი გავხსნათ 1ჭ წყალში და დავასხათ. დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ 8-10 წთ, თან სულ ვურიოთ. ამ მასით ამოვავსოთ თევზის შიგთავსი, დანარჩენი ზემოდან დავაწყოთ, შევდგათ 180 გრადუსზე და 20-25 წთ დავაყოვნოთ. შემწვარი კობრი სოკოთი სუფრაზე ცხელი გავიტანოთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო