შემწვარი მინტაი ლიმონთან ერთად

შემწვარი მინტაი ლიმონთან ერთად სწრაფად და მარტივად მზადდება. სასარგებლოა, არომატული და გემრიელი. სადილის ან ვახშმის კარგი იდეაა. დამზადების დრო: 35 წთ. ულუფა: 2

ინგრედიენტები:

  • მინტაი  2ც;
  • ლიმონი  4ნაჭერი;
  • მარილი, შავი დაფქული პილპილი, ოხრახუში  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ თევზი. წავუსვათ მარილი და პილპილი. გავშალოთ ფოლგა, დავაწყოთ მინტაი, ორივე თევზში ჩავდოთ 2-2 ნაჭერი ლიმონი და 1-2 ღერი ოხრახუში. შევახვიოთ ფოლგაში, დავდოთ საცხობ ფორმაზე და შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, შევწვათ 20 წთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო