შემწვარი ქათამი მაიონეზის მარინადში

უგემრიელესი გამოდის, ქათმის ხორცი ნაზი და რბილია. მშვენიერი კერძია სადილისათვის, ან ვახშამზე. დამზადების დრო: 3 სთ.

ინგრედიენტები:

  • ქათამი  1ც;
  • მაიონეზი  100გრ;
  • ნიორი  5-6კბილი;
  • მარილი, პილპილი, სხვა სუნელები  გემოვნებით;
  • მომზადების წესი:
  • წვრილად დავკეპოთ ნიორი და მაიონეზს შევურიოთ.დავამატოთ მარილი, პილპილი, მოვურიოთ. წავუსვათ ქათამს, დავაყოვნოთ 2-3 სთ, შემდეგ ფოლგაში შევახვიოთ და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდგათ 1,5 სთ. ბოლო 15-20 წთ ფოლგა შემოვხსნათ, რომ კანი დაებრაწოს. შემწვარი ქათამი მაიონეზის მარინადში სუფრაზე ცხელი გავიტანოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო