შემწვარი სკუმბრია ყვავილოვან კომბოსტოსთან ერთად

ეს შესანიშნავი კერძი ღუმელში მზადდება. თუ ნამდვილად გსურთ სტუმრების გაოცება, დაახვედრეთ შემწვარი სკუმბრია ყვავილოვან კომბოსტოსთან ერთად, არ ინანებთ! დამზადების დრო: 1 სთ. ულუფა: 4-7.

ინგრედიენტები:

  • სკუმბრია  1ც;
  • ყვავილოვანი კომბოსტო  300გრ;
  • ბულგარული წიწაკა  1-2ც;
  • პომიდორი  2ც;
  • ხახვი  2თ;
  • სტაფილო  1ც;
  • ყველი  150გრ;
  • ნაღები 150გრ;
  • კვერცხი  2ც;
  • ზეთი, მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

კომბოსტო დავშალოთ ყვავილედებად და მდუღარე მარილწყალში მოვხარშოთ 2 წთ. გადავავლოთ ცივი წყალი და საწურზე დავტოვოთ. თევზი პატარა ნაჭრებად დავჭრათ. ზეთში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო, შესაწვავ ფორმაში ჩავაფინოთ ფოლგა და პირველ ფენად დავდოთ ხახვი და სტაფილო. ზედ დავაწყოთ სკუმბრიის ნაჭრები, შემდეგ ყვავილოვანი კომბოსტო, მრგვლად დაჭრილი ბულგარული და პომიდორი (პომიდორი დავმდუღროთ და კანი მოვაცილოთ). კვერცხი არაჟანთან ერთად ავთქვიფოთ, დავამატოთ მარილი, პილპილი და ავურიოთ, დავასხათ თევზიან მასას, დავაყაროთ გახეხილი ყველი, შევდგათ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წთ.  გემრიელად მიირთვით!

 

 

4 კომენტარები

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო