შემწვარი სკუმბრია ყველით

სკუმბრია ისედაც უგემრიელესი თევზია, ამ საოცარი გულსართით კი განუმეორებელია. შემწვარი სკუმბრია ყველით მშვენიერი ვარიანტია კარგი სადილისათვის. დამზადების დრო: 40 წთ.

ინგრედიენტები:

  • სკუმბრია  1ც;
  • სტაფილო  1ც;
  • ხახვი  1თ;
  • ზეთი  1ს/კ;
  • ტომატის წვენი  2ს/კ;
  • მაგარი სახეობის ყველი  50გრ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;
  • როზმარინი  1 მწიკვი;
  • ლიმნი  2-4ნაჭერი;

მომზადების წესი:

წინასწარ გავალღოთ თევზი. გავჭრათ მუცელზე, გავწმინდოთ და გავრეცხოთ. დავაყაროთ მარილი და პილპილი და მაცივარში შევდოთ. გავარჩიოთ ხახვი, გავფხიკოთ სტაფილო, გავრეცხოთ ორივე, ხახვი წვრილად დავჭრათ, სტაფილო მსხვილ სახეხზე გავხეხოთ. მოვშუშოთ ერთად ზეთში. ამოვტენოთ ამ მასით თევზის შიგთავსი, დავაყაროთ როზმარინი და პილპილი, დავასხათ ტომატის წვენი. ღუმელი 180 გრადუსამდე გავახუროთ. ყველი გავხეხოთ, თევზს დავაყაროთ, ლიმონის ნაჭრები შემოვუწყოთ და აკურატულად გავახვიოთ ფოლგაში. შევდგათ ღუმელში და 30 წთ შევწვათ, ბოლოს ფოლგა მოვაცილოთ და ცოტა ხანს ისე შევდგათ სკუმბრია ღუმელში. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო