შემწვარი თევზი სოკოთი

სოკო კარგად ეხამება გემოთი თევზს. ეს კერძი გაამრავალფეროვნებს თქვენს რაციონს და შემწვარ თევზსაც ახლებურ ეფექტს მისცემს. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • ხეკი  1ც (ფილე);
  • ქამა სოკო  200გრ;
  • ფქვილი  5მწიკვი;
  • მარილი, პილპილი, სუნელები  გემოვნებით;
  • ზეთი  40 გრ;

მომზადების წესი:

ფილე გავრეცხოთ, შევაშროთ, ამოვავლოთ ფქვილში და დავდოთ გახურებულ ზეთიან ტაფაში. ფილე სწრაფად იწვება, ამოტომ მალევე ამოვაბრუნოთ მეორე მხარესაც. ამაშობაში გარეცხილი სოკო დავჭრათ და დავამატოთ.  სურვილისამებრ, სოკო ცალკეც შეგვიძლია მოვხრაკოთ და დავამატოთ თევზს. შემწვარი თევზი სოკოთი მოვრთოთ მწვანილით, სუფრაზე გარნირთან ერთად გავიტანოთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო