შესანახი სალათი პომიდვრითა და ბადრიჯნით

ამ რეცეპტით შესანახი სალათი პომიდვრითა და ბადრიჯნით უგემრიელესი გამოდის. ზამთარში უცბად გახსნით ქილას და საუცხოო კერძი უკვე მზად გაქვთ! დამზადების დრო: 2 -3სთ.

ინგრედიენტები:

  • პომიდორი  1,5კგ;
  • ფენხელი  1,5ჩ/კ (დიდი კამა);
  • ძირა  1,5ჩ/კ;
  • მდოგვი  1,5ჩ/კ;
  • ზეითუნის ზეთი  60მლ;
  • წითელი ხახვი  2თ;
  • ნიორი  2კბილი;
  • ბულგარული წიწაკა  2ც (წითელი, მწვანე);
  • მარილი გემოვნებით;
  • ბეგქონდარა  2 ღერი;
  • ბადრიჯანი  450გრ;
  • ვაშლი  3ც;
  • ღვინის ძმარი  250მლ;
  • ყავისფერი შაქარი 220გრ;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ პომიდორი, დავსეროთ ჯვრისებურად, დავასხათ მდუღარე წყალი და კანი მოვაცილოთ. ამოვიღოთ თესლები და რბილობი დავჭრათ. გავრეცხოთ ვაშლი და ბადრიჯანი და კუბიკებად დავჭრათ. კამის თესლე, მდოგვის მარცვალი და ძირა ტაფაში მოვხალოთ. გადმოვიტანოთ თეფშზე. ტაფაში ზეთი ჩავასხათ და მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი, ბულგარული. დავამატოთ ბეგქონდარა, მარილი, ავურიოთ და 5 წთ ვშუშოთ. დავამატოთ ბადრიჯანი, ამოვურიოთ და 8 წთ ვამზადოთ. დავამატოთ პომიდორი, მოხალული მასა, ვაშლი, ძმარი და შაქარი. წამოვადუღოთ და ეს მასა ქვაბში გადავიტანოთ. დავამატოთ პომიდვრის თესლები და ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე 45-50 წთ. წინასწარ გასტერილიზებულ ქილებში გადავანაწილოთ სალათი და მოვხუფოთ. ამოვაბრუნოთ, გავაცივოთ ოთახის ტემპერატურაზე. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო