შინაური “ირისკები”

ეს უგემრიელესი,  არომატული კანფეტი ბავშვობის გემოს გვახსენებს. ადვილადაც მზადდება. სცადეთ. დამზადების დრო: 40 წთ.

ინგრედიენტები:

  • რძე  1ჭ;
  • შაქარი  1,5ჭ;
  • თაფლი  3ს/კ;
  • კარაქი  25გრ;
  • ლიმონმჟავა  1/2 ჩ/კ;
  • მომზადების წესი:
    სქელძირიან ქვაბში ჩავასხათ რძე და ადუღებამდე მივიყვანოთ. დავამატოთ კარაქი და შაქარი, ცეცხლს დავუწიოთ და სულ ვურიოთ. როცა მასა შესქელდება და გამუქდება, თაფლი და ლიმონმჟავა დავამატოთ. კარგად გადავურიოთ და ვადუღოთ მანამ, სანამ  ეს ნარევი ძალიან არ გამუქდება და გასქელდება, დაახლ.30 წთ. შემდეგ სილიკონის ფორმებში გადავიტანოთ და ცოტა ხანს მაცივარში შევდგათ. შინაური “ირისკები” როგორც კი გამაგრდება, შეგვიძლია ჩაისთან და ყავასთან ერთად გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო