შოკოლადის ბისკოტი ნუშით

შოკოლადის ბისკოტი ნუშით არის ხრაშუნა, გემრიელი, ყავის არომატით. შესანიშნავი დესერტია ჩაისთან ან ყავასთან ერთად. დამზადების დრო: 40 წთ. ულუფა: 10-15.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  400გრ;
  • ხსნადი ყავა ესპრესო  2ს/კ;
  • კაკაო  2ს/კ;
  • სოდა 3/4ჩ/კ;
  • გამაფხვიერებელი  1/2ჩ/კ;
  • მარილი  1ჩ/კ;
  • კარაქი  6ს/კ;
  • კვერცხი  2ც;
  • ნუში  150გრ;
  • ვანილის ექსტრაქტი  1ჩ/კ;
  • მწარე შოკოლადი 120გრ;

მომზადების წესი:

ღუმელი 175 გრადუსზე გავახუროთ.საცხობ ფორმაში პერგამენტი ან სილიკონი ჩავაფინოთ. გავცრათ ფქვილი, კაკაო, ყავა, სოდა, გამაფხვიერებელი და მარილი. ჯამში ჩავდოთ კარაქი, შაქარი დავაყაროთ და მიქსერით ავთქვიფოთ 2 წთ. დავამატოთ დავამატოთ კვერცხი, ვანილის ექსტრაქტი, ვთქვიფოთ კიდევ 2 წთ, დაბალ სიჩქარეზე შევათქვიფოთ მშრალი ინგრედიენტები. დავამატოთ დაქუცმაცებული ნუში და მსხვილად დაჭრილი შოკოლადი. ავურიოთ. ცომი გავყოთ 2 ნაწილად, 2სმ სიგანის, 5 სმ სისქის და 30 სმ სიგრძის ფორმებად. დავაწყოთ საცხობ ფორმაში, შაქარი მოვაყაროთ, გამოვაცხოთ 25 წთ. გადმოვიღოთ და გავაცივოთ, დაახლ. 20 წთ. შემდეგ 1სმ სისქის გრძელ ნაჭრებად დავჭრათ და შევაბრუნოთ ღუმელში 10 წთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო