შოკოლადის მუსი კონიაკით

შოკოლადის მუსი კონიაკით გამოდის ეფექტური, მსუბუქი და გემრიელი. ღირსეულად დაამშვენებს საზეიმო სუფრას. დამზადების დრო: 20 წთ.

ინგრედიენტები:

  • ნაღები 30-33%-იანი  80მლ;
  • შავი შოკოლადი 70-80% კაკაო  75გრ;
  • კვერცხის ცილა  1ც
  • კვერცხის გული  1ც;
  • კონიაკი  30მლ;
  • მომზადების წესი:

ორთქლის აბაზანაზე გავაცხელოთ შოკოლადი. დავასხათ კონიაკი, ავურიოთ. გადმოვიღოთ, კვერცხის გული ჩავამატოთ და კარგად ავთქვიფოთ. ეს მასა გავაცივოთ. ავთქვიფოთ ნაღები და აკურატულად დავამატოთ შოკოლადიან მასას. დავამატოთ ათქვეფილი ცილა. აკურატულად აურიოთ, საათის ისრის მიმართულებით. შოკოლადის მუსი გადავანაწილოთ ფორმებში და მაცივარში შევინახოთ 3-4 სთ. მოვრთოთ სურვილისამებრ: შაქრის პუდრით, გახეხილი შოკოლადით, ათქვეფილი ნაღებით. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო