შოკოლადის ნაპოლეონი

ეს რეცეპტი სულაც არ არის ნაპოლეონის კლასიკური ვარიანტი, მაგრამ არანაკლებად საუცხოო და გემრიელი გამოდის. არომატულია, ძალიან უხდება კაკაო. ნამდვილად დაამშვენებს საახალწლო სუფრას. დამზადების დრო: 14 სთ.

ინგრედიენტები:

  • ცომი:
  • ფქვილი  330გრ;
  • კარაქი  190გრ;
  • კაკაოს ფხვნილი  50გრ;
  • არაჟანი 20%-ანი  150გრ;
  • კვერცხი  1ც;
  • კრემი:
  • კარაქი  170გრ;
  • შესქელებული რძე  380გრ;
  • კაკაოს ფხვნილი  20გრ;

მომზადების წესი:

ცივი კარაქი, ფქვილი და კაკაო ერთად მოვათავსოთ ჯამში და დავაბლენდეროთ. არაჟანი და კვერცხი ერთად ავთქვიფოთ, დავამატოთ ფქვილიან მასას. მოვზილოთ ცომი. დავამრგვალოთ და მაცივარში შევდოთ 30 წთ. ღუმელი 200 გრადუსზე ჩავრთოთ. ცომი გავყოთ 8 ტოლ ნაწილად. თითოეული თხლად გავაბრტყელოთ პერგამენტის ქაღალდზე დიამეტრით 22-24სმ. დანარჩენი ცომი შემოვაჭრათ და პერგამენტზე დავტოვოთ.  კორჟები ჩანგლით ჩავჩხვლიტოთ. შევდგათ ღუმელში სათითაოდ და 2-3 წთ გამოვაცხოთ. გადმოვიღოთ. მოვამზადოთ კრემი: მიქსერით ჯერ კაკაო და კარაქი ავთქვიფოთ, შემდეგ დავამატოთ შესქელებული რძე და ვთქვიფოთ. თითოეულ ფირფიტას წავუსვათ კრემი და ერთმანეთზე დავაწყოთ. გვერდებზე და ზემოდანაც კრემი წავუსვათ, მოვაყაროთ ნაფშვენები. შოკოლადის ნაპოლეონი მაცივარში შევდოთ 12 სთ. გემრიელად მიითვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო