შოკოლადის ტორტი არაჟნის კრემით

შოკოლადის ტორტი არაჟნის კრემით ნაზი, რბილი, საოცრად დახვეწილი გემოს დესერტია. მარტივად მზადდება. დამზადების დრო: 3 სთ. ულუფა: 8-10.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  1ჭ;
  • შაქარი  1ჭ;
  • კვერცხი  6ც;
  • კაკაოს ფხვნილი  3-4ს/კ;
  • გამაფხვიერებელი  1ჩ/კ;
  • კარაქი  გემოვნებით (წასასმელად);
  • კრემი:
  • არაჟანი  20-25 %-იანი  400გრ;
  • შაქრის პუდრა  150გრ;
  • ლიმონის წვენი  0,3ჩ/კ;
  • გამასქელებელი  1-2 პაკეტი (არაჟნისათვის);
  • შოკოლადი  30გრ (დეკორი);

მომზადების წესი:

კვერცხიდან გამოვაცალკევოთ ცილა და გული. მიქსერით ჯერ დაბალ სიჩქარეზე ვთქვიფოთ, დავუმატოთ მარილი, შემდეგ სიჩქარეს მოვუმატოთ და თანდათან შევათქვიფოთ 0,5 ჭ შაქარი. გულებს დარჩენილი შაქარი დავაყაროთ და ავთქვიფოთ. ფქვილს დავუმატოთ კაკაო, გამაფხვიერებელი და გავცრათ. გულებიან მასას დავამატოთ ცილოვანი მასის მესამედი, ამოვურიოთ აკურატულად, ქვემოდან ზემოთ. დავამატოთ მშრალი მასა და აკურატულად ამოვურიოთ. ბოლოს დარჩენილი ცილოვანი მასა დავამატოთ. გადავიტანოთ მრგვალ საცხობ ფორმაში (კარაქი წავუსვათ) და შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე 40-45 წთ ( გავსინჯოთ ხის ჩხირით). კრემი თხელი რომ არ გამოვიდეს, არაჟანს დავამატოთ გამასქელებელი. ასევე დავამატოთ შაქრის პუდრა, ლიმონის წვენი და ავთქვიფოთ მიქსერით. მზა კრემს თავზე დავაფაროთ და მაცივარში შევდგათ. შოკოლადის ბისკვიტი გავაცივოთ, დავჭრათ 3-4 ტოლ ნაწილად, შევაერთოთ კრემით. გვერდებზე და ზემოდანაც კრემი წავუსვათ, მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი. გემრიელად მიირთვით!

 

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო