შოკოლადის ტორტი ირისკებით

ამ ტორტის გამოცხობა ცოტა შრომატევადი პროცესია, თუმცა იმდენად გემრიელი გამოდის, რომ ნამდვილად ღირს “წვალებად”. ჩაინიშნეთ, განსაკუთრებულ სუფრებზე აუცილებლად გამოგადგებათ. დამზადების დრო: 3 სთ.

ინგრედიენტები:

  • შავი ქიშმიში  50გრ;
  • რომი  90მლ;
  • ფქვილი  310გრ;
  • შაქარი  170გრ;
  • ყავისფერი შაქარი  125გრ;
  • ნიგოზი  50გრ;
  • კვერცხის ცილა  2ც;
  • თეთრი ქიშმიში  50გრ;
  • კარაქი  190გრ;
  • კვერცხის გული  2ც;
  • ნაღები  370მლ;
  • შავი შოკოლადი  150გრ;
  • დაშაქრული კუმკვატი  50გრ ( იგივე კინკანი, ნარინჯისფერი ხილი, ჰგავს ციტრუსს, მომჟავო გემოთი);

მომზადების წესი:

გადავარჩიოთ ორივე სახეობის ქიშმიში, ერთად მოვათავსოთ, დავამატოთ კუმკვატი და რომი დავასხათ. დავაყოვნოთ 3 სთ, პერიოდულად ამოვურიოთ. ფქვილს შევასრისოთ კარაქი, დავამატოთ შაქარი. დავამატოთ კვერცხის გული და 2ს/კ რომი. გადავურიოთ და ცომი მოვზილოთ. ცომი ცელოფანში გადავახვიოთ და 1 სთ შევდოთ მაცივარში. შემდეგ ცელოფანზევე გავაბრტყელოთ ცომი, ჩავდოთ ფორმაში, 15 წთ შევდოთ საყინულეში. გადმოვიღოთ და 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ 20 წთ. მოვამზადოთ ირისი: კარაქი და შაქარი ერთად გავადნოთ დაბალ ცეცხლზე, დავამატოთ ნაღები და ვადუღოთ 10-15 წთ მაღალ ცეცხლზე გასქელებამდე. მზა ირისსს შევურიოთ რომიანი ნარევი, დაქუცმაცებული ნიგოზი და გამომცხვარ ბისკვიტზე თანაბრად გადავანაწილოთ. დავტეხოთ შოკოლადი და 170მლ ცხელი ნაღები დავასხათ. დავამატოთ 15მლ რომი და კარგად გადავურიოთ. ეს მასა დავასხათ ტორტს. ცილისა და შაქრისაგან მოვამზადოთ ცილოვანი კრემი და მოვრთოთ შოკოლადის ტორტი ირისკებით. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო