
ვისაც მრავალფეროვნება უყვარს და ექსპერიმენტებიც არ ეზარება, ეს რეცეპტი მათთვისაა! შვრიის ფანტელი და ფარში ერთად საუცხოო გამოდის. სცადეთ! დამზადების დრო: 1 სთ. ულუფა: 8-10ც.
ინგრედიენტები:
- ფარში 500გრ;
- შვრიის ფანტელი 4ს/კ;
- კვერცხი 1ც;
- მარილი, პილპილი გემოვნებით;
ზეთი 1-2ჩ/კ;
მომზადების წესი:
ღრმა ჯამში ჩავყაროთ შვრიის ფანტელი, დავასხათ 3ს/კ თბილი წყალი, დავაყოვნოთ 5-10 წთ. შემდეგ ჩავახალოთ კვერცხი, დავამატოთ მარილი, პილპილი. ავურიოთ, ეს მასა გადავურიოთ ფარშს. სველი ხელით გავაკეთთ კოტლეტები და ზეთწასმულ საცხობ ფორმაში ჩავაწყოთ. შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-30 წთ. ერთხელ ამოვაბრუნოთ კოტლეტები, რომ თანაბრად შეიწვას. გადმოღებამდე 5 წთ ადრე, სურვილისამებრ, შეგვიძლია გახეხილი ყველი მოვაყაროთ. შვრიის კოტლეტები ღორის ხორცით სუფრაზე ცხელი გავიტანოთ, გარნირთან ერთად. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება