
შვრიის სუპი სოკოთი ნოყიერი, სასარგებლო და გემრიელი წვნიანია.თქვენს სამარხვო რეცეპტებს კიდევ ერთი საუცხოო კერძი დაემატება, სცადეთ! დამზადების დრო: 45 წთ. ულუფა: 6-8.
ინგრედიენტები:
- შვრიის ფანტელი 4ს/კ;
- ქამა სოკო 300გრ;
- სტაფილო 1ც;
- ხახვი 1თ;
- კარტოფილი 3ც;
- წყალი 1,5ლ;
- მარილი, პილპილი გემოვნებით;
- ზეთი 3ს/კ;
- ქინძი, კამა თითო კონა:
მომზადების წესი:
მოვამზადოთ ყველა ინგრედიენტი. ცეცხლზე დავდგათ წყალი, მარილი და პილპილი ჩავყაროთ და ავადუღოთ. დავამატოთ დაჭრილი კარტოფილი და სოკო, ვხარშოთ საშუალო ცეცხლზე. ხახვი წვრილად დავჭრათ და ზეთში მოვშუშოთ, დავამატოთ გახეხილი სტაფილო და ერთად ვშუშოთ 1-2 წთ. როცა კარტოფილი მოიხარშება, ქვაბში ჩავამატოთ ტაფის მასა და შვრიის ფანტელი. ადუღებიდან 1-2 წთ ვადუღოთ, დავაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, თავზე დავაფაროთ, ცეცხლი გამოვრთოთ და 5-10 წთ დავაყოვნთ კერძი. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება