სიმინდის ორცხობილა

სიმინდის ორცხობილა ფხვიერი, ნაზი, მსუბუქი დესერტია. ჩაისთან და ყაბვასთან ერთად კარგი იდეაა. დამზადების დრო: 35 წთ. ულუფა: 6-8.

ინგრედიენტები:

  • ხორბლის ფქვილი  50გრ;
  • სიმინდის ფქვილი  50გრ;
  • რძე  20მლ;
  • ზეთი  30მლ;
  • ტოპინამბურის სიროფი  60მლ (მიწავაშლას სიროფი);
  • გამაფხვიერებელი  1/3ჩ/კ;

მომზადების წესი:

ორივე სახეობის ფქვილი და გამაფხვიერებელი ჩავყაროთ ჯამში, დავამატოთ სიროფი, რძე, ზეთი, მოვზილოთ ცომი, მოვამრგვალოთ. თუ საჭიროა, 1-2 ს/კ წყალი დავამატოთ. ეს მასა კულინარიულ ტომსიკაში ჩავდოთ და პერგამენტდაფენილ საცხობ ფორმაზე დავსვათ სასურველი ფორმის ორცხობილები. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 13-15 წთ. გემრიელად მიირთვით!

1 კომენტარები

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო