სიმითი

ვინც თურქეთშია ნამყოფი, ყველას ეცოდინება, რომ იქ საუზმეზე მთავარია გემრიელი სიმითი იყოს. ძალიან პოპულარული ბლითია, სეზამის მარცვლები საუცხოო გემოს აძლევს. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  2,5ჭ;
  • საფუარი  20გრ;
  • ზეთი  1ს/კ;
  • შაქარი  1ს/კ;
  • მარილი  0,5ჩ/კ;
  • წყალი  1ჭ;
  • სეზამის მარცვლები  50გრ;
  • პატოკა ან თაფლი  1ს/კ;
  • მომზადების წესი:

0, 5ჭ თბილი წყალი ჩავასხათ ჯამში, დავამატოთ საფუარი, მარილი, შაქარი. კოვზით მოვურიოთ, დავამატოთ 2 ს/კ ფქვილი, ავურიოთ. დავაყოვნოთ 15 წთ. შემდეგ ჩავამატოთ ზეთი, ჩავცრათ ფქვილი, მოვზილოთ ცომი, დაახლ. 10 წთ. ჯამს ზეთი გამოვუსვათ, ჩავდოთ ცომის გუნდა, გადავაფაროთ და თბილ ადგილას დავდგათ 1,5-2 სთ. მშრალ ტაფაში მოვხალოთ სეზამის მარცვლები, არ უნდა დაგვეწვას. 1 ჭ წყალში გავხსნათ სიროფი (პატოკა) ან თაფლი, თუ საკმარისად ტკბილი არ იქნება, დავამატოთ 1ს/კ შაქარი. ცომი გავყოთ 5 ნაწილად. თითოეული 80 სმ სიგრძეზე დავგორგლოთ, ჯერ შუაზე გავყოთ და შემდეგ ერთმანეთზე გადავახვიოთ. ცომის  თავისუფალი ბოლოები თავში გავუყაროთ და შევკრათ. ტკბილ ნარევში ჩავდოთ, შემდეგ სეზამში ამოვავლოთ, დავაწყოთ პერგამენტდაფენილ საცხობში, დავაყოვნოთ 20 წთ, შევდგათ 200გრადუსზე გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ 20 წთ. გემრიელად მიირთვით!

1 კომენტარები

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო