სხვადასხვა ფერის პომიდვრის განსაკუთრებული სალათი

არომატული, გემრიელი, ვიზუალურად ლამაზი   ასეთია ეს სალათი. დამზადების დრო: 15 წთ.

ინგრედიენტები:

  • სხვადასხვა ფერის პომიდორი  1კგ;
  • მწვანე ხახვი  1კონა;
  • ნიორი  1კბილი;
  • ზეითუნის ზეთი  3ს/კ;
  • ბალზამიკოს ძმარი  1ს/კ;
  • დაფქული თავშავა  1მწიკვი;
  • შავი  პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ პომიდორი და 4-8 ნაწილად დავჭრათ. დავაწყოთ საწურზე, მარილი დავაყაროთ და დავაყოვნოთ 10-20 წთ. გავრეცხოთ მწვანე ხახვი, გარჩეული ნიორი და ორივე წვრილად დავჭრათ. ზეთი, ძმარი და თავშავა (ორეგანო) შევურიოთ ერთმანეთს. მიღებული სოუსი დავამატოთ ხახვს და ნიორს, კარგად ავურიოთ, შემდეგ დავასხათ პომიდორს და ამოვურიოთ. სხვადასხვა ფერის პომიდვრის განსაკუთრებული სალათი მაცივარში შევდგათ 10 წთ და შემდეგ გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო