სკუმბრია წითელ ღვინოში

თუ უბრალოდ შემწვარი სკუმბრია მოგბეზრდათ, ასე სცადეთ! ღვინო განსაკუთრებულ გემოსა და არომატს ანიჭებს. სკუმბრია წითელ ღვინოში მარტივად და სწრაფადაც მზადდება. დამზადების დრო: 20 წთ.

ინგრედიენტები:

  • სკუმბრია  1ც;
  • წითელი ღვინო  1ჭ;
  • ზეთი  20მლ;
  • წყალი  50მლ;
  • სახამებელი  1ს/კ;
  • ხახვი  1თ;
  • მარილი, შაქარი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. თევზი შევაშროთ და საშუალო ზომის ნაჭრებად დავჭრათ. ტაფაში გავაცხელოთ ზეთი, მოვშუშოთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი. ჩავასხათ ღვინო, დავამატოთ მარილი, შაქარი, პილპილი ავადუღოთ და ჩავაწყოთ თევზის ნაჭრები, ვშუშოთ 10 წთ. ცივ წყალში გავხსნათ სახამებელი და დავასხათ ტაფის მასას. 1-2 წთ ვშუშოთ და გადმოვდგათ. გემრიელად მიირთვით!

 

 

 

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო