სკუმბრია

ამ რეცეპტით მომზადებული სკუმბრია იმდენად გემრიელი და განსხვავებულია, რომ ღირსეულ ადგილს დაიკავებს თქვენს სადღესასწაულო სუფრაზე და სასიამოვნოდ გააოცებს სტუმრებს. დამზადების დრო: 3 სთ.

ინგრედიენტები:

  • სკუმბრია  1ც;
  • მოხარშული კვერცხი  1ც;
  • სტაფილო  1ც;
  • მჟავე კიტრი  2ც;
  • თევზის სუნელი  1ჩ/კ;
  • ჟელატინი  20გრ;
  • მარილი  მწიკვი;
  • მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. თევზს პატარა ფხები მოვაცილოთ. გავხეხოთ სტაფილო, დავჭრათ კიტრი, კვერცხი. საჭრელ დაფაზე დავაფინოთ საკვები ცელოფნის ორმაგი ფენა, დავდოთ  სიგრძეზე გაჭრილი თევზი, დავაყაროთ სუნელი, მარილი, ჟელატინი და კვერცხი და სტაფილო დავაწყოთ. შემდეგ კიტრის ფენა დავადოთ და ისევ ჟელატინი მოვაყაროთ. გადმოვაფინოთ თევზის მეორე ნახევარი, სუნელები დავაყაროთ, შევახვიოთ ცელოფანში და შევკრათ. ჩავდოთ 20 წთ მდუღარე წყალში. შემდეგ მაცივარში შევდოთ, რომ კარგად გაგრილდეს. სუფრაზე სალათის ფოთლებზე დაწყობილი გავიტანოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო