სკუმბრიის პაშტეტი

სკუმბრიის პაშტეტი მარტივად და სწრაფად მზადდება. უგემრიელესი წასახემსებელია, კარგი იდეაა ფურშეტისათვის. დამზადების დრო: 20  წთ. ულუფა: 4.

ინგრედიენტები:

  • შებოლილი სკუმბრია  1ც;
  • მდნარი ყველი  100გრ;
  • ოხრახუში  1კონა;
  • ლიმონი  1ც;
  • ცომის მზა ფორმები  8ც;

მომზადების წესი:

შებოლილ სკუმბრიას მოვაცილოთ კანი, ფხები და დავაბლენდეროთ. პროცესშივე დავუმატოთ ყველი და ლიმონის წვენი. მივიღებთ ერთგვაროვან მასას. გამომცხვარ კალათებში გადავანაწილოთ პაშტეტი და ოხრახუშის ფოთლებით მოვრთოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო