სოიოს გულიაში ბულგარულით

სასარგებლო და გემრიელი სამარხვო კერძია. მარტივად მზადდება. კარგი იდეაა სადილზე და ვახშამზე. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • სოიოს ხორცი  400გრ;
  • ზეთი  4ს/კ;
  • პომიდორი  4ც;
  • წითელი ბულგარული წიწაკა  3ც;
  • ხახვი  2თ;
  • ნიორი  2კბილი;
  • სტაფილო  1ც;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

სოიოს ხორცი ჩავდოთ მდუღარე წყალში და ვხარშოთ 10 წთ. შემდეგ ოდნავ გავწუროთ. გარჩეულ-გარეცხილი ხახვი წვრილად დავჭრათ და სოიოსთან ერთად ზეთში მოვხრაკოთ. პომიდორს გადავავლოთ მდუღარე წყალი, მოვაცილოთ კანი და წვრილად დავჭრათ. გავფხიკოთ და გავრეცხოთ სტაფილო, მრგვლად დავჭრათ, ბულგარულს ყუნწი და თესლები მოვაცილოთ, გავრეცხოთ და ღერებად დავჭრათ. დაჭრილი ბოსტნეული ტაფაში ჩავამატოთ, ასევე დავამატოთ წვრილად დაკეპილი ნიორი, დავასხათ 1 ჭ წყალი და 40 წთ ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე. სოიოს გულიაში ბულგარულით სუფრაზე გავიტანოთ ბრინჯთან ან კარტოფილთან ერთად. ზემოდან დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში. გემრიელად მიირთვით!

1 კომენტარები

  1. ძალიან კარგი სამარხვო რეცეპტიათქვენი ყველაფერი მომწონს🌺

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო