სოიოს კოტლეტები

ნოყიერი, ცხელი სამარხვო კერძია. სოიოს კოტლეტები დიდად არ ჩამოუვარდება გემოთი ხორცის კოტლეტებს, ადვილადაც მზადდება. დამზადების დრო: 40 წთ.

ინგრედიენტები:

  • სოიოს ხორცი  100გრ;
  • სოკო  300გრ;
  • ხახვი  1თ;
  • სტაფილო 1ც;
  • ფქვილი  3ს/კ;
  • სოიოს სოუსი  3ს/კ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;
  • საფანელი  გემოვნებით;
  • ზეთი  2ს/კ  გემოვნებით;

მომზადების წესი:

სოიოს ხორცს დავასხათ 0,5ჭ წყალი, სოიოს სოუსი და 20 წთ დავაყოვნოთ. შემდეგ გავწუროთ. გავრეცხოთ სოკო, მოვხარშოთ და გადავწუროთ, გავატაროთ ხორცსაკეპში სოიოსთან და ხახვთან ერთად. ავურიოთ. სტაფილო გავფხიკოთ, გავრეცხოთ, გავხეხოთ, ზეთში მოვშუშოთ და ფქვილთან, მარილთან და პილპილითან ერთად დავამატოთ ფარშს, ამოვურიოთ კარგად. გავაკეთოთ კოტლეტები, საფანელში ამოვავლოთ და ზეთში შევწვათ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო