სოიოს სოუსში ჩაშუშული ძროხის ხორცი

სოიოს სოუსში ჩაშუშული ძროხის ხორცი უნივერსალური კერძია. ნებისმიერ გარნირს და ბოსტნეულს უხდება. დამზადების დრო: 3სთ. ულუფა: 6.

ინგრედიენტები:

  • ძროხის ხორცი  1,5კგ;
  • შაქარი  1ჭ;
  • ნიორი  2კბილი;
  • დაფქული კოჭა  1ს/კ;
  • ბადიანი ანუ ვარსკვლავისებური ანისული  1ც;
  • შავი პილპილი მარცვლები  1ჩ/კ;
  • სოიოს სოუსი  1ჭ;
  • ბრინჯის ღვინო  3ს/კ (საკე);
  • სეზამის ზეთი  1ჩ/კ;
  • წყალი  2-4ჭ;

მომზადების წესი:

სქელძირიან ქვაბში შაქარი გავალღოთ. დავამატოთ ხორცი, სუნელები, დავასხათ სოიოს სოუსი, საკე, სეზამის ზეთი. ზემოდან წყლით დავფაროთ. მაღალ ცეცხლზე წამოვადუღოთ, შემდეგ დავუწიოთ და ხორცის მზაობამდე ვშუშოთ, დაახლ. 2,5-3,5 სთ. მზა ხორცი გადმოვიღოთ და დავჭრათ, სოუსი ვადუღოთ, 1ჭიქის ტოლი რომ გახდება, დავასხათ ხორცს. გემრიელად მიირთვით!

 

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო