
არომატული, რბილი, ნოყიერი ღვეზელებია. ცივიც და ცხელიც უგემრიელესია. დამზადების დრო: 1 სთ. ულუფა: 4-6.
ინგრედიენტები:
- მინერალური წყალი 1ჭ;
- მშრალი საფუარი 2ჩ/კ;
- შაქარი 1ს/კ;
- მარილი 1ჩ/კ;
- ფქვილი 2,5ჭ;
- ქამა სოკო 200გრ;
- კარტოფილი 4-5ც;
- ზეთი გემოვნებით;
მომზადების წესი:
თბილ მინერალურ წყალში გავხსნათ საფუარი და შაქარი. 15 წთ დავაყონოთ თბილ ადგილას. შემდეგ დავამატოთ ფქვილი, მარილი და ელასტიური ცომი მოვზილოთ, გადავაფაროთ და თბილ ადგილას დავდგათ 30-40 წთ. წვრილად დავჭრათ სოკო და ხახვი და ერთად მოვხრაკოთ. კარტოფილი მოვხარშოთ და პიურე გავაკეთოთ, დავამატოთ სოკოს, მარილი დავაყაროთ და ავურიოთ. ცომი გავაბრტყელოთ, მრგვლად ამოვჭრათ, შუაში დ/კ გულსართი ჩავდოთ და შევკრათ. გავახუროთ ტაფა, ზეთი დავასხათ და სოკოს და კარტოფილის ღვეზელი შევწვათ. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება