სოკოს სამარხვო სუპი

სოკოს სამარხვო სუპი მსუბუქი, არომატული და უგემრიელესი წვნიანი გამოდის. მარტივად და სწრაფადაც მზადდება. დამზადების დრო: 45 წთ.

ინგრედიენტები:

  • კარტოფილი  5ც;
  • ქამა სოკო  500გრ;
  • სტაფილო  2ც;
  • ხახვი  1თ;
  • წყალი  6ჭ;
  • ფქვილი  2ს/კ;
  • ზეთი  5ს/კ;
  • კამა, ოხრახუში  თითო კონა;
  • მარილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავარჩიოთ ხახვი, გავთალოთ კარტოფილი, სტაფილო გავფხიკოთ და მწვანილთან ერთად ყველაფერი გავრეცხოთ. კარტოფილი კუბიკებად დავჭრათ, სტაფილო მრგვლად, ხახვი კი წვრილად. ადუღებულ წყალში ჩავყაროთ ხახვი და სტაფილო, 7 წთ შემდეგ დავამატოთ 1/2ჭ წყალი, წამოვადუღოთ. ცალკე მოვხარშოთ კარტოფილი და მწვანილთან ერთად სუპს დავამატოთ. გარეცხილი სოკო დავჭრათ და ზეთში მოვხრაკოთ, დაახლ. 8 წთ. შემდეგ სუპს დავამატოთ და 25 წთ ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე. დავამატოთ დაფნის ფოთოლი და მარილი, გადმოვდგათ, 10 წთ დავაყოვნოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო