სოკოს სუპი ლობიოთი

ამ სუპის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ახალი, ისე დაკონსერვებული ლობიო. სადილის ცხელი კერძის კარგი იდეაა. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • ხახვი  1თ;
  • ლობიო  200გრ;
  • ქამა სოკო  200გრ;
  • სტაფილო  1ც;
  • კარტოფილი  2ც;
  • ზეთი  2ს/კ;
  • მარილი, პილპილი, მწვანილი გემოვნებით;

მომზადების წესი:

წინა ღამით ჩავალბოთ ლობიო. დილას დავდგათ მოსახარშად. წვრილად დავჭრათ სტაფილო და ხახვი, კარტოფილი კუბიკებად დავჭრათ. სოკოც ასევე. ზეთში მოვშუშოთ ხახვი და სტაფილო, დავამატოთ სოკო და ერთად მოვხრაკოთ. ქვაბში ჩავამატოთ  კარტოფილი და ლობიოსთან ერთად მოვხარშოთ, დავამატოთ ტაფის მასა, მარილი, პილპილი, ბოლოს წვრილად დაჭრილი მწვანილი მოვაყაროთ. სოკოს სუპი ლობიოთი მზადაა! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო