სოკოს სუპი მაკარონით

ქამა სოკოთი უამრავი კერძი მზადდება. წვნიანიც საოცრად არომატული და ნოყიერი გამოდის, უხდება მაკარონი. დამზადების დრო: 30სთ.

ინგრედიენტები:

  • წყალი  1,300ლ;
  • მაკარონი  100გრ;
  • ქამა სოკო  200გრ;
  • კარტოფილი  2ც;
  • ხახვი  1ც;
  • სტაფილო  1ც;
  • ზეთი  40მლ;
  • მარილი, შავი დაფქული პილპილი  გემოვნებით;
  • დაფნის ფოთოლი  1ც;
  • კამა  1კონა;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ყველა ინგრედიენტი. ავადუღოთ წყალი და კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი ჩავყაროთ. ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე. სტაფილო გავხეხოთ, ხახვი წვრილად დავჭრათ. მოვხრაკოთ ორივე ზეთში. დავამატოთ კარტოფილს, 10 წთ დავამატოთ დაჭრილი სოკო და მაკარონი. როცა ყველაფერი მოიხარშება, დავამატოთ დაფნა, მარილი და წვრილად დაჭრილი კამა. სოკოს სუპი მაკარონით სუფრაზე ცხელი გავიტანოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო