სოკოს სუპი ფრანგულად

სოკოს სუპი ფრანგულად ძალიან არომატული კერძია. სწრაფად მზადდება, უფრო სუპ-კრემია საოცრად ნაზი კონსისტენციით. დამზადების დრო: 40 წთ.

ინგრედიენტები:

  • ზეითუნის ზეთი  4ს/კ;
  • კარაქი  4ს/კ;
  • ქამა სოკო  900გრ (დაჭრილი);
  • ხახვი  400გრ (წვრილად დაჭრილი);
  • ნიორი  3კბილი;
  • მარილი  გემოვნებით;
  • გამხმარი ტარხუნა  3/4 ჩ/კ;
  • ქათმის ბულიონი 1ლ;
  • ნაღები 20%-იანი  120მლ;
  • შავი დაფქული პილპილი  1/2ჩ/კ;

მომზადების წესი:

სქელძირიანი ქვაბი შემოვდგათ ცეცხზე, ჩავსხათ ზეთი, შემდეგ კარაქი ჩავამატოთ და სოკო ჩავყაროთ, მოვხრაკოთ. მაღალ ცეცხლზე 10 წთ ვხრაკოთ და 200 გრ სოკო ამოვაკლოთ, ცალკე დავდოთ. დავამატოთ ხახვი, ნიორი, ცეცხლს დავუწიოთ, 1 წთ ვშუშოთ. დავამატოთ მარილი,  ტარხუნა. დავასხათ ბულიონი, ცეცხლს ავუწიოთ და წამოვადუღოთ, 10 წთ ვადუღოთ. გადმოვდგათ და დავაბლენდეროთ. დავამატოთ ნაღები და შავი პილპილი. ბოლოს დავამატოთ ცალკე გადადებული სოკო და მოვურიოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო